CORTEX MATERIAL FINDER

სახელი არ იცი?

ფოტო გამოგვიგზავნე.

ნახე კაფელი სასტუმროში?

Instagram-ზე იპოვე აბაზანის დიზაინი?

ხელოსანმა გითხრა „ასეთი რაღაც გვჭირდება“ და ზუსტად რა ჰქვია თვითონაც არ იცის?

მშვენიერია. სწორედ ამისთვის არსებობს CORTEX Material Finder.

[ატვირთე ფოტო]


შენ ნუ ეძებ 47 საიტზე.

ჩვენ მოვძებნით.

Material Finder შექმნილია იმისთვის, რომ პროდუქტის მოძებნა არ გადაიქცეს ნახევარდღიან გამოძიებად.

გამოგვიგზავნე რაც გაქვს:

ფოტო, screenshot, ვიდეოს კადრი, მოდელი, ზომა, ფერი, ბრენდი ან უბრალოდ აღწერა.

დანარჩენი ჩვენზეა.


როგორ მუშაობს?

1. გვიგზავნი იმას, რასაც ეძებ.

შეიძლება იყოს იდეალური ფოტო.

შეიძლება იყოს საშინელი screenshot.

შეიძლება საერთოდ არ იცოდე პროდუქტის დასახელება.

2. ჩვენ ვარკვევთ რა არის.

ვამოწმებთ ტიპს, კატეგორიას, მახასიათებლებსა და შესაძლო ალტერნატივებს.

3. ვეძებთ შესაბამის პროდუქტს.

თუ ზუსტად იგივე ხელმისაწვდომია — კარგია.

თუ არა — შემოგთავაზებთ ყველაზე ახლო შესაბამის ვარიანტს.

4. შენ იღებ არჩევანს.

ფასი, შესაძლო ვარიანტი და შეკვეთის დეტალები.

Google Search-ზე ნაკლები ნერვები.

უკეთესი შედეგი.


რისი მოძებნა შეგვიძლია?

აქ არ მინდა ჩვეულებრივი უზარმაზარი კატალოგის ჩამონათვალი. გვერდზე ვიზუალურად შეიძლება გაჩნდეს კატეგორიები:

კაფელი და ფილები
სანტექნიკა
საღებავები
განათება
ელექტროობა
სამშენებლო მასალები
ინტერიერის მასალები
ხელსაწყოები
ფასადის მასალები
იატაკი
ფურნიტურა
სპეციფიკური დეტალები

ქვემოთ:

სიაში არ არის?

უკეთესი. გამოგვიგზავნე მაინც.


ნახე Pinterest-ზე?

ეს უკვე მოთხოვნის ფორმაა.

სხვა მაღაზიებში შეიძლება პროდუქტის კოდი მოგთხოვონ.

ჩვენთან შეგიძლია უბრალოდ ფოტო გამოგვიგზავნო.

მაგალითად:

„აი ასეთი კაფელი მინდა, ოღონდ ცოტა უფრო მუქი.“

ან:

„ეს ონკანი სად შეიძლება ვიყიდო?“

ან:

„ზუსტად ეს ვერ ვიპოვე, მსგავსი მინდა.“

ეს საკმარისი დასაწყისია.


ზუსტად იგივე არ არსებობს?

მაშინ არჩევანი გაქვს.

შეგვიძლია ვეძებოთ:

ზუსტად იგივე პროდუქტი

ან

ვიზუალურად მაქსიმალურად მსგავსი

ან

იგივე ფუნქციის უკეთესი ალტერნატივა

ან

შენ ბიუჯეტში საუკეთესო ვარიანტი

იმიტომ, რომ ზოგჯერ პროდუქტი არ გჭირდება.

შედეგი გჭირდება.

შენ გვაჩვენე რა გინდა.

დანარჩენი ჩვენი პრობლემაა.

CORTEX MATERIAL FINDER

+995 555 31 79 27